fbpx
საზოგადოება

ათენი-თესალონიკის მატარებლიდან მამაკაცი ჩააგდეს, რადგან ეგონათ, რომ კორონავირუსი ჰქონდა

Protothema.gr წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ლიანოკლადის სადგურში მოხდა. ათენი-თესალონიკის მიმართულებით მოძრავი მატარებლიდან 48 წლის მამაკაცი სხვა მგზავრებმა იძულებით ჩააგდეს, რადგან ეგონათ, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

მამაკაცი კამერუნიდან არის და საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობს. ირკვევა, რომ მას მხოლოდ ლივადიამდე მისასვლელი ბილეთი ჰქონდა შეძენილი, თუმცა, რეალურად კარდიცაში ჩასვლა სურდა. შემოწმების დროს მან კონტროლიორისთვის ყველა თავისი საბუთის ჩვენება სცადა და ამ საბუთებში აღმოჩნდა ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის მაისში კორონავირუსით დაინფიცირდა. მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ და მამაკაცისგან მატარებლის დატოვებას ითხოვდნენ.

ლიანოკლასის სადგურში მობილიზდა როგორც პოლიცია, ასევე სამედიცინო ბრიგადა და კამერუნელი მამაკაცი ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია. მას ნამდვილად ჰქონდა კორონავირუსი გასულ თვეებში, მაგრამ სრულიად გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, საფრთხეს არ წარმოადგენს.

იმიგრანტი, რომელსაც საბერძნეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვს, ქალაქებს ხშირად იცვლის, რათა რაიმე სამსახური იპოვოს.

onalem

ტესტ