fbpx
საზოგადოება

საზარელი ავარია და 10 გარდაცვლილი იმიგრანტი საბერძნეთში – გადარჩა მხოლოდ ორი ადამიანი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გამთენიისას ალექსანდრუპოლში საზარელი ავარია მოხდა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.

წინასწარი ცნობებით, მანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ბეტონის ბაზას დაეჯახა. პოლიცია აცხადებს, რომ მამაკაცს არალეგალი იმიგრანტები შემოჰყავდა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და ამან გამოიწვია ავარიაც.

ადგილზე მობილიზდა სახანძრო სამსახური, რომელთაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს მხოლოდ ორი გადარჩენილის ამოყვანა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. 8 იმიგრანტი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო კიდევ ორი მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ისინი შეჯახებისას გარეთ გადაცვივდნენ და დაიღუპნენ.

დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს და ამ დრომდე რჩებიან.

დაღუპული იმიგრანტების ეროვნება ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ