fbpx
საბერძნეთი

ბრუნდება თუ არა SMS-ით გადაადგილება საბერძნეთში – რა განაცხადა ნიკოს ხარდალიასმა?!

დღეს ნიკოს ხარდალიასი, თავისი საგანგებო გამოსვლის ფარგლებში, შეეხო SMS თემას, რომელიც საბერძნეთში კარანტინის პერიოდში იყო მოქმედებაში. კერძოდ, სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ შემდეგი განცხადებები გააკეთა:

“არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელსაც მთავრობა ვირუსთან საბრძოლველად განიხილავს. მათ ეტაპობრივად ვამოწმებთ. ამ დროისთვის არ ვვარაუდობთ, რომ დაბრუნდეს SMS-ის გაგზავნის საშუალებით გადაადგილება, თუმცა, თუ დაბრუნდება, ის იქნება ადამიანებისთვის, რომლებსაც რეალურად ემუქრებათ საფრთხე და მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს. ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ.

ასევე, არ განიხილება მეორე მასშტაბური კარანტინის საკითხი, როგორც აღნიშნა პრემიერ-მინისტრმაც. რა ზომებიც არ უნდა მივიღოთ, იქნება ექსპერტებთან შეთანხმებული. შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი კარანტინის დაწესება, თუკი კონკრეტულ ტერიტორიაზე განსაკუთრებით მოიმატებს ვირუსის გავრცელების ტენდენცია.”

 

onalem

ტესტ