fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“სიტუაციაზე კონტროლი შეიძლება სწრაფად დავკარგოთ, ყოველი ერთი ინფიცირებული მეორის წყაროა” – სოტირის ციოდრასის საგანგებო გამოსვლა

დღეს პროფესორი სოტირის ციოდრასი ნიკოს ხარდალიასთან ერთად ეკრანზე გამოჩნდა. მან კვლავ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.

ციოდრასმა განმარტა, რომ ახლა ვირუსით ძირითადად ახალგაზრდები ავადდებიან და ეს ტენდენციაც ადრე არ აღინიშნებოდა.

“ახლა საბერძნეთში ვირუსის გადადების მაჩვენებელი, R, ახლოს არის 1-თან, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ერთი ადამიანიდან ინფიცირდება მეორე. ყოველი ერთი ინფიცირებული არის ვირუსის გავრცელების წყარო მინიმუმ ერთი სხვა ადამიანისთვის. ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა დავაგდოთ.

შეგახსენებთ, რომ სიტუაციაზე ძალიან სწრაფად შეიძლება დავკარგოთ კონტროლი. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ აუცილებელია ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა. 

რაც შეეხება ე.წ. სახის ფარს, რომელიც ასევე უკეთიათ სხვადასხვა დაწესებულებებში და ბევრი ადამიანი ქუჩაშიც კი მოიხმარს, ის არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც სამედიცინო ან ჩვეულებრივი, მრავალჯერადი ნიღაბი,” განაცხადა პროფესორმა.

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი რიცხვია. ექსპერტები კი, საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ.

onalem

ტესტ