fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი ცვლილება საბერძნეთში: გასამართლდება ყველა, ვინც საჯაროდ იტყვის, რომ კორონავირუსი არ არსებობს

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდის გადაწყვეტილებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც საჯაროდ დაუჭერს მხარს “კონსპირაციულ თეორიებს” და მათ პროპაგანდას შეუწყობს ხელს, სასამართლოს წინაშე წარდგება.

აღნიშნული ცვლილება მას შემდეგ გატარდა, რაც სოციალურ ქსელებში უამრავი სტატია იწერება სხვადასხვა შეთქმულების თეორიების შესახებ, რომელთა თანახმადაც კორონავირუსი არ არსებობს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ გამოთქვამენ საკუთარ რწმენას, ვირუსის არარსებობასთან დაკავშირებით, გასამართლდებიან.

“კორონავირუსს არ შეესაბამება კონსპირაციული თეორიები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. ჩვენ საზოგადოებას დავიცავთ იმ თეორიებისგანაც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ტრიალებს ინტერნეტში და ეს მოხდება კანონის ძალით,” აცხადებს მინისტრი.

 

onalem

ტესტ