fbpx
საბერძნეთი

ეგეოსის ზღვაში 110 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული უცნობი გემი აღმოაჩინეს

ეგეოსის ზღვაში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოაჩინეს ხომალდი, რომლის შესახებაც აქამდე ცნობილი არ იყო. როგორც მკვლევარი, კოსტას თოკტარიდი აცხადებს, ხომალდი აღმოჩენილია 110 მეტრის სიღრმეზე, კუნძულ კითნოს დასავლეთით. პირველადი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გემზე მოხდა აფეთქება.

“პირველადი სურათით, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით კი, გემის სტრუქტურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქმე გვაქვს ძალიან ძველ ნაგებობასთან, სავარაუდოდ, ეს იყო სამხედრო ხომალდი. მისი სიგრძე დაახლოებით 40 მეტრი უნდა ყოფილიყო ჯამში. ნამსხვრევები კი მიუთითებს, რომ სიმაღლე 3 მეტრს არ აჭარბებდა. ამას გარდა, გემის ნაწილები საკმაოდ ფართო არეალშია ფსკერზე მიმოფანტული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდარი აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. ის, სავარაუდოდ, აფეთქების შემდეგ, ძალიან სწრაფად ჩაიძირა,” ამბობს თოკტარიდი.

მკვლევართა გუნდი აგრძელებს დაკვირვებას, რათა გემის წარმოშობა და მისი ჩაძირვის ისტორიას მიაკვლიონ.

onalem

ტესტ