fbpx
საბერძნეთი

ათენი იცლება: მოსახლეობა დედაქალაქს მასობრივად ტოვებს

ივლისის მიწურულს ათენელები, რომლებსაც შვებულება აგვისტოსთვის აქვთ აღებული, დედაქალაქს ტოვებენ. ხალხი მასობრივად გადის და დიდი აქტივობა შეინიშნება პორტებში.

დღეს დილიდანვე პირეას, რაფინასა და ლავრიოს პორტებიდან რამდენიმე რეისი განხორციელდა. კერძოდ, პირეადან ეგეოსის ზღვის კუნძულების მიმართულებით განხორციელდა 61 რეისი: 20 კიკლადესის, კრეტასა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, ხოლო 41 არგოსარონიკოსკენ.

სრული დატვირთვით მუშაობს პორტების პერსონალი, რათა მგზავრების გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

 

onalem

ტესტ