fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როტვეილერმა სანაპიროზე 6 წლის ბავშვი დაგლიჯა – ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

ევიაში, ერთ-ერთ სანაპიროზე მომხდარმა შემთხვევამ თვითმხილველები შეძრა. როტვეილერის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა 6 წლის ბიჭი, რომელიც იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ძაღლი პატრონს გაშვებული ჰყავდა, მისი ყურადღების მიღმა აღმოჩნდა და საბოლოოდ, ბავშვს დაესხა თავს. 6 წლის ბიჭი როტვეილერმა თავისა და ნეკნების არეში დაკბინა. ადგილზე სწრაფად გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა და თავდაპირველად ფსახნას ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, ვინაიდან ტვინის შეშუპება განუვითარდა, ათენის ბავშვთა საავადმყოფოში ტრანსპორტირება გადაწყდა. ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან დაზიანებები ტვინზე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას.

ამ დროისთვის ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური.

როგორც ირკვევა, დააკავეს ძაღლის პატრონი, რომელიც ხალკიდას მაცხოვრებელია, შესაბამისი ჩვენების მიცემის შემდეგ კი, გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, საქმე არ დახურულა და მას პროკურორის წინაშე წარდგომა მოუწევს.

onalem

ტესტ