fbpx
საბერძნეთი

მომდევნო საათებში ამინდი საგრძნობლად უარესდება – თოვლი ათენშიც

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო საათებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. თოვლს ატიკის რეგიონში და ათენშიც კი უნდა ველოდოთ.

ათენი-ლამიის მთავარ გზატკეცილზე 3.5 ტონაზე მეტი სიმძიმის სატვირთოების გადაადგილება აკრძალულია. გადაადგილებაზე აკრძალვა მოქმედებს ატიკის გზაზეც.

მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ უხვი თოვლია მოსალოდნელი საბერძნეთის აღმოსავლეთითა და სამხრეთით, ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება სეზონისთვის, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი მოსალოდნელია ყინვა.

როგორც უკვე ცნობილია, სამოქალაქო დაცვის სააგენტო სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს შემდეგი ტერიტორიების მაცხოვრებლებს: ატიკა, ევია, ფთიოტიდა, ვიოტია. ასევე, მაგნისია, პელოპონისო და სპორადესის კუნძულები.

onalem

ტესტ