fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კუნძულზე დასასვენებლად ჩასულმა 71 წლის ბებომ საიუველირო მაღაზია გაქურდა

კუნძულ როდოსზე არც მეტი, არც ნაკლები, 71 წლის ბებო ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, მოხუცი ქალი, რომელიც ისრაელიდან არის და საბერძნეთში, კონკრეტულად კი, როდოსზე დასასვენებლად იყო ჩამოსული, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიას ეწვია და თავისი კულტურული საუბრით მაშინვე დადებითი განწყობა შეუქმნა მომსახურე პერსონალს. ბებო კარგად იყო ჩაცმული და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი მისი თაღლითური სქემის ნაწილი იყო და იქ მხოლოდ და მხოლოდ საქურდლად შევიდა.

როგორც ირკვევა, ქალმა მაღაზიაში უამრავი ნივთი დაათვალიერა, პერსონალს მადლობა გადაუხადა და იქაურობა ისე დატოვა, რომ არაფერი შეუძენია, თუმცა, რამდენიმე წუთში გამყიდველი მიხვდა, რომ გარკვეული სამკაულები აკლდა და მიხვდა, რომ ისინი მოხუცმა მოიპარა.

პოლიციამ 71 წლის ბებო მანამდე იპოვა, ვიდრე გაუჩინარებას შეძლებდა და ჩანთაში 700 ევროზე მეტი ღირებულების სამკაულები აღმოუჩინეს, რომელიც მაღაზიას დაუბრუნდა, თავად ბებო კი, შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანეს, ქურდობის ბრალდებით.

onalem

ტესტ