fbpx
საბერძნეთი

განგაში სამაშველო სამსახურში – ხანძარი ნეა კიფისიაში

რამდენიმე წუთის წინ სახანძრო-სამაშველო სამსახურში განგაში გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ნეა კიფისიაში გაჩნდა და მეხანძრეები დაუყოვნებლივ გაემართნენ ადგილისკენ.

არსებული ცნობებით, მუშაობს 10 მეხანძრე, 3 მანქანით. უკანასკნელ პერიოდში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე.

ბოლო 24 საათში საბერძნეთში 138 ხანძარი გაჩნდა. პორტო გერმენოში კი, სადაც ერთი სახლიც კი დაიწვა, ცეცხლის გაჩენის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, რომელიც საეჭვოდ გადაადგილდებოდა და მფლობელობაში აალებადი მასალები აღმოაჩნდა.

 

onalem

ტესტ