fbpx
საბერძნეთი

სუვლაკი 4 ევრო – ტრადიციული ბერძნული კერძის ფასმა რეკორდს მიაღწია

ტრადიციული ბერძნული კერძის ფასმა თავის რეკორდს მიაღწია. როგორც ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტიდან ირკვევა, მონასტირაკზე, სადაც უამრავი ტურისტი დადის, მისი ფასი 4 ევროს აღწევს.

კვების ობიექტების მეპატრონეები აცხადებენ, რომ პროდუქტების გაძვირება შეეხო სუვლაკსაც, რადგან გაძვირდა ზეთი, იოგურტი, ხორცი, ელ. ენერგია და ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც აღნიშნული ბიზნესი იყენებს ფუნქციონირებისთვის.

ფაქტობრივად, თუ აქამდე სუვლაკის მირთმევა ხელსაყრელი იყო ისეთ შემთხვევებში, როცა შედარებით ნაკლები თანხის გადახდა გვსურდა, ახლა ეს კერძი “ფუფუნების საგნად” არის ქცეული.

onalem

ტესტ