fbpx
საზოგადოება

სერიოზული ინციდენტი მონასტირაკზე: 6 წლის ბავშვი მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა

უბედური შემთხვევა ათენში, მონასტირაკის მეტროსადგურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა 6 წლის გოგონა, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო.

მისი დედა ჰყვება, თუ როგორ მოხდა ინციდენტი:

“ორშაბათს ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე, პირეადან მონასტირაკზე ჩემს ორ შვილთან ერთად ვბრუნდებოდი, 5 და 6 წლისები არიან. როდესაც მონასტირაკამდე მივედით და მატარებლიდან გამოვდიოდით, ჩემს უფროს ქალიშვილს ფეხი დაუსხლტა და მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა. თვალთახედვის არიდან დავკარგე. უმცროს ქალიშვილს ძალიან შეეშინდა, როცა ასე დაინახა თავისი და. შემდეგ ერთი ახალაგზრდა მოვიდა და ძალიან დამეხმარა, ბავშვი ზემოთ ამოიყვანა. მინდა მას საჯაროდ გადავუხადო მადლობა.”

როგორც ირკვევა, ბავშვს ფეხებზე აქვს დაზიანებები მიღებული.

onalem

ტესტ