fbpx
საზოგადოება

“არ ვიცი, რატომ წამართვა ღმერთმა ეს ადამიანი” – დესპინა მირაკაკი პირველად საუბრობს მედიასთან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ

როგორც უკვე ცნობილია, დესპინა მირაკაკის მეუღლე, იანის კონტული, 58 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მირაკაკი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პირველად საუბრობს საჯაროდ და საკუთარ ტკივილს გვიზიარებს.

“2018 წლის ბოლოს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. როდესაც ბიოფსიის პასუხები იმეილის საშუალებით მოგვივიდა, არაფერი მითხრა, რადგან ჰილტონში გამოფენა მქონდა. როცა გამოფენიდან სახლში დავბრუნდით, ყველაფერი მომიყვა. ვთქვით, რომ ერთად გავუმკლავდებოდით ამ დაავადებას, ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და ჩავეხუტეთ. გადავწყვიტეთ, რომ არავისთვის გვეთქვა, არ უნდოდა, ვინმეს შესცოდებოდა. 

თავგადასავალი ნელ-ნელა განვითარდა, დაავადება ვითარდებოდა და ვმკურნალობდით. იკეთებდა ქიმიოთერაპიას, წონაში კლება დაიწყო. სწორედ მაშინ საბერძნეთში კორონავირუსმა დაიწყო გავრცელება, გადაადგილება აიკრძალა და ეს ყველაფერი წარმოუდგენლად დაგვეხმარა, არსად გავდიოდით და არავინ ხედავდა, თუ რა მდგომარეობაში იყო.

ასე გავიდა 2,5 წელი. დაავადება კიდევ უფრო განვითარდა, ყველაფერი იცოდა, მაგრამ სიცოცხლის დიდი წყურვილი ჰქონდა. ძალიან მენატრება მისი ჩემ გვერდით ყოფნა, მისი მხარდაჭერა, მისი მზერა, რომელიც სიყვარულით აღსავსე იყო. ყველგან თან დამდევდა და არასოდეს მტოვებდა მარტო. არ ვიცი, რატომ წამართვა ღმერთმა ეს ადამიანი,” ამბობს ქ-ნ დესპინა.

onalem

ტესტ