fbpx
საზოგადოება

AstraZeneca-თი აცრის შემდეგ 44 წლის ქალის გადარჩენისთვის მხოლოდ სასწაულს ელიან

44 წლის გლიკერიამ AstraZeneca-ს ვაქცინით გაიკეთა აცრა და მას შემდეგ კრეტაზე, ირაკლიოს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ΠΑΓΝΗ-ს ხელმძღვანელმა, გიორგოს ხალკიადაკისმა მედიასთან განაცხადა, რომ 44 წლის გლიკერიას მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. გამოკვლევები, რომლებიც მას ჩაუტარდა, გადაგზავნილია ათენის სპეციალურ ცენტრში, საიდანაც ელოდებიან საბოლოო შედეგებს, რათა გაირკვეს, უკავშირდება თუ არა მისი მდგომარეობა ვაქცინაციას.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალი იყო კლინიკურად გარდაცვლილი, მაგრამ შემდეგ ხალკიადაკისმა განმარტა, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა, ფაქტობრივად, მისი გადარჩენისთვის მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ.

onalem

ტესტ