fbpx
საბერძნეთი

პოლიციის ოფიცერი თავისი უფროსის მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ურო ურტყა და ოფისშიც შეუვარდა

ვრცელდება კადრები, თუ როგორ ეჯახება პოლიციის ოფიცრის სასოფლო-სამეურნეო მანქანა მისი უფროსის მანქანას, რომელიც Mercedes-ის მარკისაა. თუმცა, ის ამ ყველაფერს არ სჯერდება, მანქანიდან გადმოდის და უროთი აგრძელებს მის დაზიანებას.

ირკვევა, რომ პოლიციელს საკუთარ თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, გამეტებით ურტყამდა უროს მანქანას და შემდეგ ოფისშიც შევარდა, სადაც დიდი ზარალი გამოიწვია.

გაცეცხლებული ოფიცრის შეჩერება ძლივს მოხერხდა, სხვა პოლიციელების დახმარებით, რომლებიც იმ დროისთვის შტაბში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ მას თან ჰქონდა იარაღი, რომელშიც ერთი ტყვია ედო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე პოლიციიის უფროსსა და ამ კონკრეტულ თანამშრომელს შორის არსებობდა დავა, რამაც უფროსი აიძულა, დაეწყო თანამშრომლის ფსიქიატრიული გამოკვლევა, ის კი გაბრაზდა და ასეთი რეაგირება მოხდინა.

onalem

ტესტ