fbpx
საბერძნეთი

გიორგოს ტრაგას ვაჟმა მიკონოზე არსებული ვილა 1.000.000 ევროდ გაყიდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გიორგოს ტრაგას უფროსმა ვაჟმა, იანის ტრაგამ, გაყიდა ვილა, რომელიც კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოზე მდებარეობს. ეს პროცესი მოკლე დროში განხორციელდა და საუბარია აგიოს ლაზაროს ტერიტორიაზე მდებარე ვილაზე, რომელიც ტრაგამ ვაჟს მაშინ გადასცა, სანამ ცოცხალი იყო.

როგორც ირკვევა, ვილა 1.000.000 ევროდ გაიყიდა, წარსულში განთავსებული იყო პლატფორმა Airbnb-ზე, გასაქირავებლად, თუმცა, შემდეგ იქიდან მოიხსნა და მფლობელიც შეიცვალა.

ვილა იყიდა კომპანია Paperpack-ის ყოფილმა მფლობელმა, იოანის ცუკარიდისმა, რომელსაც უკვე ჰქონდა აშენებული მეორე ვილა, სწორედ ამ ვილის გვერდით და სავარაუდოდ, ადგილმდებარეობა მისთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა, ვინაიდან 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

ტრაგას მიერ გაყიდული ვილა 200 კვადრატული მეტრია, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტით და იშლება შთამბეჭდავი ხედი. ამასთანავე, განთავსებულია ტერიტორიაზე, სადაც უძრავი ქონების ფასები ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს.

onalem

ტესტ