fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

განგაში ათენის საერთაშორისო აეროპორტში: ზარი თვითმფრინავის გატაცების შესახებ

ათენის საერთაშორისო აეროპორტში საგანგაშო მდგომარეობა შუადღის შემდეგ შეიქმნა. აეროპორტის სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ მაღაზიაში დარეკა უცნობმა პირმა, რომელმაც თქვა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ათენისკენ მოფრინავდა, გაიტაცეს. პოლიციამ საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაიწყო.

ცნობილია, რომ საუბარი იყო დიდი ბრიტანეთიდან ათენისკენ მომავალ თვითმფრინავზე, თუმცა, მან არ დააკონკრეტა თუ რომელ რეისს გულისხმობდა, თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, ლონდონი-ათენის რეისებზე.

მას შემდეგ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობს კონტროლი, შემოწმდა თითეული ფრენა, რომელსაც Aegean და ბრიტანული ავია კომპანიები ახორციელებენ და ამ დრომდე ყველა რეისი უსაფრთხოდ დაეშვა. თუმცა, ელოდებიან კიდევ რამდენიმე თვითმფრინავს.

ასევე ამოწმებენ თითოეულ მგზავრს, რომელიც ამ რეისებზე იმყოფებოდა.

 

onalem

ტესტ