fbpx
ტერორიზმი

რატომ გამოიყენეს ახალ ზელანდიაში ტერორისტებმა ქართული წარწერა?

აღმოსავლეთმცოდნე მიიჩნევს, რომ ტერორისტებმა საკუთარი იარაღის მჭიდებზე იმ ისტორიული პიროვნებების სახელები წააწერეს, რომლებიც მუსულმანური კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

“ახალ ზელანდიაში მეჩეთზე ტერორისტების თავდასხმა, იარაღის მჭიდებზე გაკეთებული წარწერებიდან გამომდინარე, ძალზე სპეციფიურია,” განაცხადა აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავამ.

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ იარაღის მჭიდებზე, რომელიც ახალ ზელანდიაში ტერაქტის ადგილზე იქნა აღმოჩენილი, წარწერები ქართულ ენაზეცაა. ბრიტანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოსახულია ავტომატის მჭიდი, რომელზეც აწერია საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეუღლის – დავით სოსლანის სახელები. წარწერები მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე, მათ შორის, რუსულ და სომხურ ენებზე იყო გაკეთებული.

“თავდასხმა ძალზე სპეციფიური იყო… ჩვენ ვნახეთ წარწერები. ასეთი რამ ადრე არ შეიმჩნეოდა… ადამიანი ასეთ ტერორისტულ აქტზე მიდის და წარწერებს მჭიდზე აკეთებს. მჭიდზე მითითებული იყო ისეთი პირები, რომლებიც მუსლიმანურ კოალიციას წინააღმდეგობას უწევდნენ“, – განაცხადა პაპავამ.

პაპავას სიტყვებით, ადრე ახალი ზელანდია არასდროს გამხდარა ტერორიზმისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტების შესწავლის ობიექტი.

პაპავას სიტყვებით, ადრე ახალი ზელანდია არასდროს გამხდარა ტერორიზმისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტების შესწავლის ობიექტი.

“ახალი ზელანდია ერთ–ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომელიც ტერორიზმის, კონფლიქტების შემსწავლელი ექსპეტების ინტერესისა და კვლევის საგანი არასდროს ყოფილა, რადგანაც იგი მშვიდობიანი ქვეყანაა. იქ პატარა მუსლიმანური თემია  –დაახლოებით 50 ათასი მუსლიმანი“, – დასძინა მან.

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩარჩში ერთბაშად ორ მეჩეთზე თავდასხმა პარასკევს მოხდა. ბოლო მონაცემებით,  თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.  თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტია, რომელმაც შეტევამდე 37-გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა თეთრი რასის უპირატესობის შესახებ და საკუთარი ქმედება ტერაქტად შეაფასა.

პრემიერ–მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მომხდარ ფაქტს ახალი ზელანდიის ერთ–ერთი ყველაზე ნაღვლიანი დღე უწოდა.

წყარო: www.sputkin-georgia.com

onalem

ტესტ