fbpx
საბერძნეთი

“შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ! ახალი ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში” – პროფესორ გეროძიაფას შემაშფოთებელი პროგნოზი

მაშინ, როცა საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები ზომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებაზე საუბრობენ, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, გრიგორის გეროძიაფა აცხადებს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ახალ ტალღასთან მოგვიწევს გამკლავება და ამისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ.

“თუ დაუყოვნებლივ არ შევიმუშავებთ გარკვეულ სტრატეგიას და არ მივიღებთ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ზომებს, სექტემბერ-ოქტომბერში პანდემიის ახალი ტალღა შემოგვიტევს და მოგვიწევს, რომ ისევ იგივე პირობებში დავბრუნდეთ.

ჩენ ველოდებით, რომ ვირუსი რაიმე განსხვავებულს გააკეთებს და მოვლენები წარსულისგან განსხვავებულად განვითარდება. ეს ცოცხალი ორგანიზმია და არ შეგვიძლია დაველოდოთ, თუ როდის განმეორდება თუნდაც  2020 წლის მარტის მსგავსი პირობები.

მიუხედავად ყველაფრისა, პანდემია, ცხადია, რაღაც მომენტში იქცევა მოვლენად, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი თემა და შიში აღარ იქნება. ვირუსის გაქრობის საკითხი არ დგას, დგას საკითხი, თუ როდის დავიწყებთ აქტიურად იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც პანდემიასთან საბრძოლველად გამოგვადგება. ჩვენ გვჭირდება ექიმები, მედიკამენტები, ვაქცინაცია, ტელემედიცინა. ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა. ეს არის პანდემიასთან ბრძოლის საშუალებები,” აცხადებს გეროძიაფა.

onalem

ტესტ