fbpx
საბერძნეთი

უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა ყველა ქალს, 49 წლის ზემოთ – კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი პროგრამა დაამტკიცა

კირიაკოს მიცოტაკის მიერ გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მკერდის კიბოს პრევენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ქალმა, რომელთაც სიმსივნე დაამარცხეს.

საბერძნეთის პრემიერმა გამოაცხადა ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალი (49 და 50 წლის) უფასოდ ჩაიტარებს მამოგრაფიულ გამოკვლევას. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ დროულად მოხდეს მდგომარეობის შესწავლა და სიმსივნის პრევენცია.

ყველანაირი ხარჯი, რომელიც მამოგრაფიულ გამოკვლევასთან არის დაკავშირებული, დაიფარება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორიც და მოიცავს მომსახურების გაწევას ყველა ქალისთვის, რომელსაც ბოლო ორი წლის მანძილზე არ ჩაუტარებია გამოკვლევა მკერდზე.

მიცოტაკის თქმით, მსურველებს გამოკვლევის ჩატარება შეეძლებათ უფასოდ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

onalem

ტესტ