fbpx
საბერძნეთი

ხვალ! კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა და მიმართვა მოსახლეობას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო ეთერით გამოვა და მოსახლეობას მიმართავს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა უკავშირდება პანდემიის შესაკავებლად უკვე მიღებულ ზომებს და დღესასწაულებს, რომლებიც ახლოვდება.

ამ მომენტისთვის პრემიერის სასახლეში პანდემიის კურსის განხილვა, მეცნიერებსა და მთავრობის წარმომადგენელთა შორის, მიმდინარეობს ორი საკითხის მიხედვით: მეოთხე ტალღის აფეთქება, 8.000-სზე მეტი შემთხვევით და ვაქცინაციის ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ მიღებული ზომები მუშაობს.

სამთავრობო წყაროების მიხედვით, საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 700.000-სზე მეტმა მიიღო მე-3, გამაძლიერებელი დოზა.

კირიაკოს მიცოტაკი ხვალინდელ გამოსვლაში მოსახლეობას ზომების დაცვისა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დეტალებს კი ხვალისთვის შევიტყობთ.

onalem

ტესტ