fbpx
საზოგადოება

23 წლის გოგონას ერთ წამში დასრულებული სიცოცხლე – ტრაგედია საბერძნეთში

ბერძნული საზოგადოება შეძრა 23 წლის ალიკი კაუკას გარდაცვალებამ, მისი 30 წლის ბიძაშვილი კი ამ დროისთვის სიკვდილს ებრძვის.

საზარელი ავარია ამალიადაში მოხდა, სადაც 30 წლის მამაკაცმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მოტოციკლზე კონტროლი დაკარგა, განათების ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ კიდევ დიდ მანძილზე გაცურდა.

23 წლის ალიკი სწორედ მის უკან იჯდა და შეჯახებისთანავე, 1 წამში დაიღუპა. მის ბიძაშვილს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული და მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ამალიადადან რიოს საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.

23 წლის გოგონა ფილოსოფიის ფაკულტეტზე პატრასში სწავლობდა და პარალელურად თავდაუზოგავად მუშაობდა. მის გარშემო ვერავინ იჯერებს, რომ ალიკი გარდაიცვალა, მას ყველა განსაკუთრებულად მოსიყვარულე ადამიანად ახასიათებს.

onalem

ტესტ