fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ცეცხლს ვეთამაშებით, ისე ვიქცევით, თითქოს, ტანსაცმელი არ გვაქვს” – კადრები ერმუზე და ექსპერტების შიში

მაღაზიების გახსნამ ერმუს ქუჩაზე გრძელი რიგები და ხალხით გადატვირთულობა შექმნა. ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს შიშს, რომ ამ კადრებმა შესაძლოა ეპიდმდგომარეობა გაართულოს, მაგრამ ნაწილი ამბობს, რომ ეს მდგომარეობა სახიფათო არ არის, რადგან ხალხის 100% ატარებს პირბადეს ვაჭრობისას.

ნიკო სიფსასი არ გამოირჩევა ოპტიმიზმით და აცხადებს, რომ საჭიროა უკიდურესი სიფრთხილე:

“ეპიდემია კვლავ საშინელია, პარალელურად კი, შემოვიდა ახალი შტამი, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ძალიან სახიფათოა მაღაზიების ღიად შენარჩუნება, თუკი ასეთი კადრები კიდევ გაგრძელდება. ცეცხლს ვეთამაშებით და ექსპერტთა საბჭოს ღიად აქვს დატოვებული საკითხი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისევ დაიკეტოს მაღაზიები. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მაღაზიებმა მუშაობა გააგრძელონ, ამ კადრების ფონზე.

ერმუზე სიტუაცია გვაჩვენებს ხალხით გადატვირთულობას და არა დისტანციებს,” განაცხადა სიფსასმა.

ამას გარდა, მატინა პაგონი ამბობს, რომ ხალხი ისე იქცევა, თითქოს ტანსაცმელი არ ჰქონდეს და ყველა ახლა გავიდა მათ შესაძენად.

onalem

ტესტ