fbpx
საბერძნეთი

ბერძნები – ხალხი, რომელიც ყველაფერს მიირთმევს, ხოლო თვეში 3,3 კგ ხორცს აუცილებლად იღებს

ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბერძნების უმეტესობა აბსოლუტურად ყველა სახის საკვებს მიირთმევს (ანუ არიან ე.წ. “ყოვლისმჭამელები”), ვინაიდან არც მეტი, არც ნაკლები, 73% აცხადებს, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნება და თვის მანძილზე 3,3 კგ ხორცს მაინც ყიდულობს.

მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველი მეორე ბერძენი ქალი და მამაკაცი აცხადებს, რომ სურს ხორცის მირთმევა შეზღუდოს და პარალელურად, ათიდან 8 ბერძენი (82%) აცხადებს, რომ ხორცს მიირთმევენ, მაგრამ არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ისურვებდნენ, რომ გახდენენ ვეგეტარიანელები. ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია მათთვის ცხოველთა მიმართ მოპყრობაა, რასაც მოსდევს ჯანმრთელობის გაუმჯობესება და გარემოზე ზრუნვა.

ირკვევა, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ რაციონში ხორცს ამცირებენ, ძირითადად 45 წელს ზემოთ არიან და ცდილობენ, რომ უმეტესად მცენარეული საკვები მიირთვან.

როგორც საბერძნეთის ვეგეტარიანელთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ქვეყანაში ვეგეტარიანელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და აღნიშნული ტენდენციის მიზეზები ძირითადად პანდემია და კლიმატური ცვლილებებია.

onalem

ტესტ