fbpx
საბერძნეთი

ბერძნული 50 დრახმიანი მონეტა აუქციონზე 162.000 ევროდ გაიყიდა, 5 დრახმიანი კი 8.500 ევროდ

17 ნოემბერს შვეიცარიაში ისტორიული აუქციონი გაიმართა, სადაც ყველას ყურადღება 1876 წელს გამოშვებულმა ბერძნულმა მონეტამ მიიპყრო.

საუბარია 50 დრახმიან მონეტაზე, რომელიც 1876 წელს პარიზის ზარაფხანაში მხოლოდ და მხოლოდ 182 ეგზემპლარად გამოიშვა. მაშინ საბერძნეთის სახელმწიფოს განზრახვა მოდერნიზაციის ხელშეწყობა იყო და ქვეყანას იმის ჩვენება სურდა, რომ იცავდა ოქროს დიდი მონეტების მოჭრის ევროპულ სტანდარტებს. ეს კონკრეტული მონეტა არის დღემდე მოღწეულ მონეტებს შორის საუკეთესო მდგომარეობაში და აუქციონზე ის მყიდველმა 162.000 ევროდ შეიძინა.

მეორე მონეტა, რომელიც აუქციონზე საკმაოდ მაღალ ფასში გაიყიდა, 1833 წლის 5 დრახმიანი იყო და 8.500 ევროდ გადაეცა მსურველს. ეს არის ვერცხლის პირველი მონეტა, რომელიც ათენის ზარაფხანაში მოიჭრა და აქვს ბუს ნიშანი.

onalem

ტესტ