fbpx
საბერძნეთი

5.000.000 ევრო ჯამური მოგება ბერძნული მოქალაქეობის გაცემის ბიზნესში – ნახეთ კადრები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ატიკაში მოქმედი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჯამური მოგება, 2013 წლიდან დღემდე, 5.000.000 ევროზე მეტი იყო. როგორც უკვე ცნობილია, ისინი უკანონო გზით გასცემდნენ საბერძნეთის მოქალაქეობას, შესაბამისად, პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს.

ატიკის პოლიციის მეთაურის სეიფში აღმოჩენილი თანხა რამდენიმე ათასი ევროა და აღნიშნულის დამადასტურებელი კადრები პოლიციამ გაავრცელა.

აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების “კლიენტები” ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე პირები იყვნენ და სარგებლობდნენ ისეთი პრივილეგიებით, როგორებიცაა:

ნებისმიერი კრიმინალური ისტორიის დამალვა.

თავისუფალი ყოფნა და გადაადგილება საბერძნეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

მართვის მოწმობების აღება.

გამოძიების შედეგად, თანხის გარდა, ამოიღეს უამრავი დოკუმენტაცია: პასპორტები, აპოსტილის ბეჭდები, ვიზები, გარდაცვალების ცნობები და ა.შ.

onalem

ტესტ