fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია კატერინში: სამი შვილის დედა საკუთარ მანქანაში დაიწვა, რომელსაც უეცრად ცეცხლი გაუჩნდა

კატერინში ადგილობრივი საზოგადოება შეძრა 38 წლის ქალის, ვერას გარდაცვალებამ. სამი შვილის დედა საკუთარ მანქანაში ცოცხლად დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ახალგაზრდა ქალი თავის მანქანას მართავდა და ფარმაკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ძრავას პრობლემა შეექმნა და სულ რამდენიმე წამში აალდა. 38 წლის ვერამ, სამწუხაროდ, გადმოსვლა ვერ მოასწრო და მანქანა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერც იქ მყოფები დაეხმარნენ მოკლე დროში, რადგან მხოლოდ მცირე ზომის ცეცხლმაქრები ჰქონდათ.

რამდენიმე წუთში მობილიზდა სახანძრო სამსახური, თუმცა, უკვე გვიან იყო – ქალი ადგილზე დაიწვა.

“არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა. ჩემი შვილი სამსახურში წავიდა და მოხდა ის, რასაც ხედავთ. მანქანას თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, არ ვიცოდით. შემთხვევის ადგილზე მივედი და ჩემი ქალიშვილი შიგ დამწვარი დამხვდა. ველოდები, გავიგო, რის გამო გაუჩნდა მანქანას ცეცხლი და რატომ ვერ მოასწრო იქიდან გადმოსვლა,” ამბობს ვერას მამა.

 

onalem

ტესტ