fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამამ 4 წლის გოგონა ჩაკეტილ მანქანაში დატოვა და სუპერმარკეტში წავიდა – ბავშვი პოლიციამ გადაარჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მესოლოგის ტერიტორიაზე მოხდა. ΔΙ.ΑΣ-ის პოლიციის ოფიცრებმა მანქანის შუშა ჩაამტვირეს, რათა იქიდან 4 წლის გოგონა გადმოეყვანათ. ბავშვს გონება ნახევრად დაკარგული ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ ცოტაც რომ დაეგვიანათ, შესაძლოა, ყველაფერი ტრაგედიით დასრულებულიყო.

როგორც ირკვევა, 4 წლის გოგონა მამამ მანქანაში დატოვა, ყველა კარი ჩაკეტა და იქვე მდებარე სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად შევიდა. ვინაიდან, მანქანაში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და უკვე გონებას კარგავდა, როდესაც გამვლელებმა შენიშნეს და მაშინვე პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა შუშა ჩაამტვრიეს და ნახევრად გონებადაკარგული ბავშვი გახურებული მანქანიდან ამოიყვანეს.

მამაკაცი დააკავეს, ხოლო მცირეწლოვანი აგრინიოს საჯარო საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა პროფილაქტიკური მიზნებით.

onalem

ტესტ