fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ლეფკადას სანაპიროზე უზარმაზარმა ტალღებმა 5 ადამიანი გაიტაცა – ოპერაცია მათ გადასარჩენად

დღეს, შუადღეს, ლეფკადას სანაპიროზე ხუთი ტურისტის გადარჩენის ოპერაცია განხორციელდა. როგორც ჩანს, მათ უგულებელყვეს, რომ ქარის ძალა 7 ბალს აღწევდა, რამაც უზარმაზარი ტალღები წარმოქმნა.

საუბარია სანაპიროზე “კათისმა”, რომლისთვისაც ქარიან დღეებში დამახასიათებელია დიდი ტალღები და მათი სახიფათო ღელვა, შესაბამისად, სანაპიროზე მყოფებმა თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ შიგნით შესვლისგან, რადგან წყალი მარტივად ითრევს შიგნით ადამიანს.

ტურისტები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ, კანოეებით იყვნენ და ნაპირიდან 400 მეტრში ისე აღმოჩნდნენ რამდენიმე წუთში, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრეს, ამინდი ნამდვილად არ იყო ზღვაში შესვლისთვის შესაბამისი, მითუმეტეს, კანოეებით. მათ გადასარჩენად მაშინვე გაიწერა საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა და მობილიზდა ორი სანაპტრულო კატარღა.

როგორც ცნობილი გახდა, ყველა ტურისტი გამოიყვანეს ხმელეთზე.

onalem

ტესტ