fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: შეკვეთის მიმტანმა 27 წლის ბიჭმა რამდენიმე დარტყმით მოკლა 50 წლის მამაკაცი, რომელმაც შენიშვნა მისცა

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 27 წლის ბიჭის წინააღმდეგ, რომლემაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რამდენიმე დარტყმით მოკლა 50 წლის მამაკაცი, რომელმაც მას, უბრალოდ, შენიშვნა მისცა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭი შეკვეთის მიმტანად მუშაობს, ის სავარაუდოდ, მოტოციკლით მოძრაობდა ქვეითაც მოსიარულეთა ტროტუარზე, რის გამოც, იქვე მყოფმა 50 წლის მამაკაცმა მას შენიშვნა მისცა. ჩანს, რომ ბიჭი შენიშვნამ ძალიან გააღიზიანა და მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა, სახისა და თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, შემდეგ ტროტუარზე მიატოვა და იქიდან წავიდა.

პოლიციამ შეკვეთის მიმტანი მალევე დააკავა და მათთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალება გამოიწვია თავის არეში დარტყმის შედეგად მიყენებულმა დაზიანებამ და ასევე დავარდნამ.

ბრალდებულმა გამომძიებლისგან ოფიციალური ჩვენების მისაცემად გარკვეული ვადა ითხოვა:

 

onalem

ტესტ