fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთში სექტემბრიდან პროდუქტებზე ფასების ზრდის ახალი ტალღაა მოსალოდნელი – ზეითუნის ზეთის ფასი 45%-ით მოიმატებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში სექტემბრიდან პროდუქტების გაძვირების მორიგი ტალღაა მოსალოდნელი და მაგალითად, ზეითუნის ზეთის ფასი შესაძლოა 45%-ითაც კი გაიზარდოს.

ინფლაცია, 9 თვიანი “შენელების” შემდეგ, გასულ თვეში 2,5%-მდე გაიზარდა, როცა ივნისში 1,8% იყო. წარმოდგენილია ჩამონათვალი, თუ რა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი ფასებზე პროდუქტების მიხედვით.

ბოსტნეულის ფასები მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს 15,5%-ით, ხილის 19,4%-ით, ხოლო რძის პროდუქტები გაძვირდება, სავარაუდოდ, 14,4%-ით. ამას გარდა, საწვავზე ფასი გაიზრდება 26,6%-ით, ხოლო საჰაერო მგზავრობისთვის ბილეთების ფასის ზრდამ შესაძლოა მიაღწიოს 11,6%-ს, ტურისტული პაკეტების ღირებულება არსებულთან შედარებით 9,9%-ით მოიმატებს.

საშუალო მატება, სავარაუდოდ, იქნება 8%-დან 10%-მდე და შეეხება სულ მცირე 100 სამომხმარებლო პროდუქტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელია ზეითუნის ზეთზე, რაც მიაღწევს 45%-საც კი.

ცნობილია ისიც, რომ საბერძნეთის მთავრობა გეგმავს შესაბამისი ზომების მიღებას, ოქტომბრის თვეში, რათა ინფლაცია შეაჩეროს, ყველა შესაძლო გზებით, პარალელურად, აგვისტოს ბოლოსთვის გაიხსნება სისტემა Market Pass-ის თანხების მისაღებად.

onalem

ტესტ