fbpx
საზოგადოება

“მხოლოდ ის მინდა, რომ მკვლელი ვიპოვოთ, ჩემს შვილს მაინც ვეღარასდროს ვნახავ” – 29 წლის მიხალის მამის სულისშემძვრელი სიტყვები

“მკვლელი უნდა ვიპოვოთ,” აცხადებს 29 წლის მიხალის კაცურის მამა, ბიჭის, რომელიც ხორვატიელმა ხულიგნების თავდასხმისას სრულიად უმიზეზოდ დაიღუპა ნეა ფილადელფიაში მდებარე სტადიონთან.

“მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ჩემი შვილის მკვლელი ვიპოვოთ, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და მეშინია, რომ კიდევ დაიღუპებიან. ჯერ მინდა, რომ ჩემს შვილს საბოლოოდ გამოვემშვიდობო და შემდეგ ისევ ვისაუბრებ საჯაროდ. მკვლელი უნდა ვიპოვოთ და დაისაჯოს, რადგან ჩემს შვილს მაინც ვეღარასოდეს ვნახავ,” ამბობს მამაკაცი.

რაც შეეხება მიხალის დედას, ის საავადმყოფოშია მოთავსებული, ვინაიდან შვილის ცხედრის ამოცნობის შემდეგ, შეუძლოდ გახდა.

“ჩემი და მედიკამენტებზეა, როდესაც გამოწერენ, მკურნალობა უნდა გააგრძელოს, რათა შეძლოს, რომ მიხალის გამოემშვიდობოს. ამბობს, რომ შვილს ვეღარასოდეს ნახავს სახლში დაბრუნებულს, რადგან სახელმწიფომ “შეჭამა” ის, ქვეყანამ არ მიიღო ზომები მის დასაცავად,” ამბობს მიხალის დეიდა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ათობით ხორვატიელი და მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, კონკრეტულად ვინ მიაყენა ჭრილობები მიხალის, რის გამოც ფატალური შედეგი დადგა.

onalem

ტესტ