fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მომდევნო ხუთშაბათს აკროპოლი და მუზეუმები დაკეტილი იქნება

საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლებისა და მუზეუმების თანამშრომლეთა კავშირმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. ისინი რამდენიმე საზოგადოებრივი მუზეუმისა და ისტორიული ძეგლის ქვეყნის საპრივატიზაციო ფონდში გადატანას აპროტესტებენ. გაფიცვა 2018 წლის 11 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

1 დღით დაიკეტება უძველესი აკროპოლი და საბერძნეთის მასშტაბით სხვა მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის.

თანამშრომელთა კავშირმა გაფიცვაზე ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა. ისინი საბერძნეთის მთავრობას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან არ ჩამოაყალიბა საჯარო საკუთრების სია და ამის საპირისპიროდ, ისტორიული ძეგლები და მუზეუმები საპრივატიზაციო ფონდს გადასცა.

შეგახსენებთ,რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სექტემბრის დასაწყისში, პრივატიზების ფონდს 10,000 ერთეულზე მეტი საჯარო საკუთრება გადაეცა.

onalem

ტესტ