fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

პოლიციამ დააკავა 16 წლის ბიჭი, რომელიც თავს 14 წლის გოგონას ქმრად აცხადებდა

ლამიიდან გუშინ 14 წლის გოგონას ამბავი გავრცელდა, რომელმაც აფთიაქში შეირბინა და სთხოვდა მისი დედისთვის დაერეკათ, რადგან ორი თვე გატაცებული იყო და საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციაში წასვლის შემდეგ მიაგნეს მის გამტაცებლებსაც, რომელთაგან ერთ-ერთი თავს მის ქმრად აცხადებდა და გოგონას თავისთან ძალის გამოყონებით ამყოფებდა, ზედამხედველად თავისი და ჰყავდა მიჩენილი.

ლამიის პოლიციის განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ 16 წლის ბოშური წარმომავლობის ბიჭი დაკავებულია არასრულწლოვანზე ძალადობისა და მისი გატაცების ბრალდებით.

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება მათი სხვა ოჯახის წევრების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოსავლენად. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ბავშვთა ტრეფიკინგით არიან დაკავებული.

onalem

ტესტ