fbpx
საბერძნეთი

ჩრდილოეთის ძლიერი ქარი და წვიმა – საბერძნეთში კონტრასტული ამინდი რამდენიმე დღე გასტანს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ამინდი უარესდება და მოსალოდნელია წვიმა და ჩრდილოეთის ძლიერი ქარი.

კერძოდ, სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ 10 აგვისტოდან მაკედონიაში დაიწყება პერიოდული მოღრუბლულობა და წვიმა გვიანი შუადღისთვის. ქვეყნის დანარჩენ ნაწილშიც უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება, იქროლებს ქარი 4-დან 5 ბალამდე სიძლიერის, ხოლო ზღვის ტერიტორიაზე 6 ბალამდე გაძლიერდება.

ტემპერატურა ჩრდილოეთით 29-დან 30 გრადუსამდე იმერყევებს, დანარჩენ ნაწილში კი, 32-დან 34 გრადუსამდე, კუნძულოვან ნაწილში მოსალოდნელია 30-დან 32 გრადუსამდე.

როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ერთგვარი შესვენება გვაქვს ძლიერი სიცხეებისგან და ტემპერატურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მოსალოდნელი, სრულიად ნორმალურია.

რაც შეეხება ათენს, დღეს მოსალოდნელია მაქსიმიმ 32 გრადუსი, ხვალისთვის ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება, ხოლო შაბათ-კვირას 32 გრადუსს არ გადააჭარბებს. გასულ თვესთან შედარებით კონტრასტული ამინდი ქვეყანაში რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

onalem

ტესტ