fbpx
საბერძნეთი

გადაადგილების აკრძალვა 21:30 საათიდან – კირიაკოს მიცოტაკი დღეს 1 თვიან გეგმას წარადგენს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო განცხადებით გამოვა და ახალი, 1 თვიანი გეგმის შესახებ ისაუბრებს. ნოემბრის თვე უნდა იყოს პერიოდი, როდესაც ოქტომბერში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება და სწორედ აღნიშნულის მისაღწევად ცდილობს მთავრობა მიიღოს ახალი, ეფექტური ზომები.

კორონავირუსის მსხვერპლთა 1/3 საბერძნეთში სწორედ ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა, საავადმყოფოებში მოთავსებულ ინფიცირებულთა რიცხვმა კი რეკორდს მიაღწია და 1.000-მდე ავიდა. რაც ყველაზე შოკისმომგვრელია ყოველდღიური რიცხვები გაორმაგდა და გასამმაგდა.

ირკვევა, რომ კირიაკოც მიცოტაკის ექსპერტები სთავაზობენ შემდეგ ზომებს:

  1. პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულება აბსოლუტურად მთელ ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს “წითელი” ზონა თუ “მწვანე” ზონა, ვინაიდან მოვლენები ვითარდება დრამატულად დროის მოკლე მონაკვეთში.
  2. კაფე-ბარებმა, რესტორნებმა და ტავერნებმა მუშაობა უნდა შეწყვიტონ საღამოს 21:00 საათზე. (აქ არ შედის “წითელი” ზონები, ვინაიდან ამ ზონებში აბსოლუტურად აკრძალულია მათი მუშაობა).
  3. მოსახლეობას გადაადგილება უნდა აეკრძალოს 21:30 საათიდან ან 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. (სავარაუდოდ დასაშვები იქნება გადაუდებელი მიზეზით (სამსახური, ჯანმრთელობა და ა.შ.) გადაადგილება).
  4. უნდა გაუქმდეს ყველანაირი სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.

პრემიერის გამოსვლისთანავე მოგაწოდებთ დაზუსტებულ ინფორმაციას.

onalem

ტესტ