fbpx
საბერძნეთი

რას დააზარალებს ყველაზე მეტად კარანტინი?! – კიდევ ერთი რთული პერიოდი საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში ადგილობრივი კარანტინია გამოცხადებული და მათ შორის არის თესალონიკიც. დაიკეტა კაფე-ბარები, რესტორნები და ყველანაირი ტერიტორია, სადაც ხალხის უკონტროლო თავშეყრაა შესაძლებელი. მუშაობენ მხოლოდ სილამაზის სალონები და მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, თუმცა, უსაფრთხოების წესების უმკაცრესი დაცვით. ასევე სკოლები და ქუჩის ბაზრები.

იზოლაციაში მოექცა ლარისაც, რომლის მერიც მედიასთან საუბრობს და განმარტავს, თუ რაზე ექნება დამანგრეველი ზეწოლა კარანტინს უახლოეს პერიოდში:

“ჩვენს ქალაქში და ზოგადადაც, კარანტინს დამანგრეველი გავლენა ექნება სარესტორნო ქსელსა და ჯანდაცვის სისტემაზე. კაფე-ბარები და რესტორნები დაზარალდებიან ფინანსურად, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, აუცილებელია საწოლების დამატება და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა.” 

როგორც ცნობილია, კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით შეუძლიათ, რაც ნიშნავს შემოსავლების კლებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ქრობას.

დღეიდან “წითელ” ზონებად გამოცხადებულია: თესალონიკი, ლარისა, როდოპი.

იხილეთ გრაფიკულად:

onalem

ტესტ