fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება – 50.000 სამუშაო ადგილი, სადაც მუშაობა არავის უნდა

საბერძნეთში 2022 წლის ტურისტული სეზონი საფრთხის წინაშე დგას – ფიქსირდება მომუშავე პერსონალის დეფიციტი და როგორც ირკვევა, არსებობს 50.000 სამუშაო ადგილი, რომელიც ვერ ივსება, არ არიან დასაქმების კუთხით დაინტერესებული ადამიანები.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც ევროპაში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ტურიზმი კი, მთელი შემოსავლების ერთ მეოთხედს მოიცავს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია საბერძნეთის ეკონომიკისთვის.

ტურისტული საწარმოების ასოციაციის პრეზიდენტი, ანდრეას ანდრეადი აცხადებს, რომ წელს ტურისტების რეკორდულად დიდი რაოდენობაა მოსალოდნელი, იმის ფონზე, რომ არსებობს 50.000 ცარიელი სამუშაო ადგილი და პერსონალი ფიზიკურად არ ჰყავთ, ეს ძირითადად ხდება კვების სექტორში.

თებერვლის თვის უახლესი სტატისტიკით, უმუშევრობის სეზონურად დაკორექტირებული მაჩვენებელი საბერძნეთში 12,8%-ს შეადგენს, ხოლო 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 31,1%-ია.

 

onalem

ტესტ