fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა 47 ადამიანის უკრაინიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანის მორიგი ოპერაცია წარმატებით განახორციელა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთმა განახორციელა მორიგი ოპერაცია, “Νόστος 7”, წარმატებით განახორციელა.

როგორც დენდია წერს, ოპერაციის შედეგად საომარი მდგომარეობის ქვეყნიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს 47 პირი, მათ შორის საბერძნეთის 1 მოქალაქე, ბერძნული წარმოშობის 25 ადამიანი (ბერძნული წარმოშობის უკრაინელები) და შვედეთის ერთი მოქალაქე.

მათ უკრაინა მოლდოვას საზღვრის გავლით დატოვეს და ამ დროისთვის ბუქარესტში იმყოფებიან.

დენდია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ურთულეს ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.

onalem

ტესტ