fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ტემპერატურა კვლავ იმატებს: როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საბერძნეთში ამინდი გაუმჯობესდება და სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს დაუბრუნდება. როგორც ირკვევა, შაბათ-კვირას ქვეყანაში სასიამოვნო ამინდი გველის, რაც სამშაბათამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, კვლავ ნალექია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, ტემპერატურა დაკლების ნაცვლად, მოიმატებს.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ტემპერატურა 17-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს. თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ხოლო ჰაერი 14-დან 23 გრადუსამდე გათბება.

კონკრეტულად ათენში შაბათს მოსალოდნელია 24 გრადუსი, კვირას კი, 26 გრადუსი. როგორც ჩანს, შემდეგ კვირაში, მინიმუმ ოთხშაბათის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 27-28 გრადუსს.

onalem

ტესტ