fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

“მეშინია, რომ მომკლავენ” – ცნობილი ბერძენი ბიზნესმენის, მიხალის ლემპიდაკის გამტაცებელი

მიხალის ლემპიდაკის გატაცების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცნობილი ბიზნესმენის გაცატებაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ მას ძალიან ეშინია, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ოჯახის გამოც.

აღნიშნული მიზეზით მისი ადვოკატი ხსნის იმას, რომ მამაკაცმა, რომელიც ბრალდებულთაგან ყველაზე ასაკოვანია, ჩვენება შეცვალა.

“საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ბატონ მიხალის ლემპიდაკის, არამედ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და მის ოჯახსაც. გარდა ამისა, მან გატაცებაში მხოლოდ ლემპიდაკის მანქანი გადაყვანის მხრივ მიიღო მონაწილეობა. მისი მხოლოდ ეს დანაშაული ფიქსირდება. მას რომ თავი დამნაშავედ ეგრძნო, მაშინვე პოლიციაში არ მივიდოდა,” აცხადებს ადვოკატი.

ვარაუდობენ, რომ საქმის შემსრულებლებს საფრთხე თავად საქმის დამკვეთისგან ელით. გამოძიება სწორედ ამ კუთხით მუშაობს.

onalem

ტესტ