fbpx
საბერძნეთი

ციფრული ბარათები სამსახურებში – ცვლილების მეორე ეტაპი საბერძნეთში

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში სამსახურებში ციფრული ბარათების დანერგვის მეორე ეტაპი იწყება, რაც ნიშნავს, ყველა ანაზრაურებადი თანამშრომლის აღწერის პროცესის დაწყებასაც. ამავე დროს, სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ სექტორებიდან, სადაც ეს ცვლილება უკვე ამოქმედდა (ბანკები და სუპერმარკეტები).

როგორც ირკვევა, 1 ოქტომბრიდან “ΕΡΓΑΝΗ”-ს სისტემაში კომპანიები წლიურ საშტატო ნუსხას წარადგენენ ანუ განახორციელებენ სტანდარტული დებულებების შესაბამის პროცესს, აღრიცხავენ კანონიერად მიწოდებულ ყველა ინფორმაციას დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ. წლიური საშტატო ნუსხის წარდგენის ბოლო ვადა იქნება 31 ოქტომბერი.

შესაბამისად, ¨ΕΡΓΑΝΗ” ასახავს თითოეული თანამშრომლის სამუშაო საათებს, ციფრული კალენდრის ფორმატში. აქედან გამომდინარე, მონაცემების დამუშავების ფონზე გავრცელდება ინფორმაცია, თუ რომელი სექტორი იქნება შემდეგი, რომელში დასაქმებული პირებიც ციფრულ ბარათს გამოიყენებენ.

ამ დროისთვის საბერძნეთში ციფრულ სამუშაო ბარათს იყენებს 111.220 თანამშრომელი, ცვლილება ამოქმედდა 2022 წლის 1 ივლისიდან იმ ბაკებსა და სუპერმარკეტებში, სადაც 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

onalem

ტესტ