fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ინფიცირებულები საბერძნეთში – ვინ, სად და რამდენი წლის არიან ისინი?!

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული საბერძნეთში ამ დროისთვის კორონავირუსით, სად არიან მოთავსებულები და რა ასაკის არიან ისინი.

ოფიციალური სტატისტიკით კორონავირუსით საბერძნეთში 190 ადამიანია დაავადებული. აქედან 11-ის დაინფიცირების გზა უცნობია, 9 კი ატიკის რეგიონში იმყოფება.

საერთო ჯამში საავადმყოფოებში მოთავსებულია 47 ადამიანი, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

დაავადებულებიდან 47 არის 65 წელს ზემოთ, ხოლო 79 ინფიცირებული 40-დან 44 წლამდეა. ასევე კორონავირუსი დაუდგინდა 7 ბავშვს, რომელთა ასაკიც 0-დან 17 წლამდეა.

გეოგრაფიულად ინფიცირებულების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

ათენი – 85

ილია – 40

ახაია – 9

თესალონიკი- 6

აღმოსავლეთ ატიკა – 5

ზაკინთოსი – 4

კასტორია – 3.

ბოლო 48 საათში საბერძნეთში კორონავირუსზე 1.000 ტესტი ჩატარდა.

 

onalem

ტესტ