fbpx
საბერძნეთი

ათენი: რომელი მეტროსადგურები იქნება დაკეტილი ხვალ, 24 სექტემბერს?!

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 24 სექტემბერს, ათენში რამდენიმე მეტროსადგური კვლავ დაკეტილი იქნება. საუბარია შემდეგ სადგურებზე: “ნიკეა”, “კორიდალოს”, “აგია ვარვარა”.

გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ჩატარდეს საცდელი რეისები, აღნიშნული სადგურები დაკეტილი დარჩება, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს “აგია მარინა-აეროპორტის” ხაზი.

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე თვის ბოლომდე მზად იქნება ახალი სადგურები, სამშენებლო სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ახალი სამი სადგურის განთავსებით მეტრო პირეამდე გაფართოვდება, რაც დამატებითი შესაძლებლობების მომტანი იქნება ათენელებისთვის, გადაადგილების თვალსაზრისით.

საუბარია შემდეგ სამ სადგურზე: “მანიატიკა”, “პირეა”, “დიმოტიკო თეატრო”. არსებული გათვლებით, მეტრო ყოველდღიურად დამატებით 132.000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. პირეას პორტიდან აეროპორტამდე მისვლა მეტროს საშუალებით 55 წუთში იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ