fbpx
საბერძნეთი

როგორ ავიღოთ საბერძნეთში 2,400-დან 3,500 ევრომდე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში გაიზარდა შემწეობა, რომელსაც მშობლები ბავშვის საბერძნეთში დაბადების შედეგად იღებენ და ეს თანხა 2,400 ევროდან 3,500 ევრომდე მერყეობს. როგორ გავაკეთოთ განაცხადი თანხის მისაღებად და როდის დაირიცხება კუთვნილი რაოდენობა?!

როგორც მედია იუწყება, მშობლებს შეუძლიათ სამშობიაროშივე გააკეთონ განაცხადი ბავშვის დაბადების მოწმობის აღებისთანავე ან ΟΠΕΚΑ-ს ვებ-გვერდზე, ბავშვის დაბადებიდან 3 თვემდე ვადაში. თანხა ირიცხება ორ ნაწილად და პირველი ნაწილი დაირიცხება, მშობიარობიდან 1 თვეში, ხოლო მეორე ნაწილი დაირიცხება ბავშვის დაბადებიდან მე-5 თვეს.

თუ ბავშვი დაიბადება თებერვალში, ამ შემთხვევაში განაცხადი დაკმაყოფილდება თებერვლის თვეშივე, მაგრამ თანხა ანგარიშზე გამოჩნდება მარტის თვეში, მეორე ნაწილს კი, ივლისის თვეში მიიღებთ.

როგორც უკვე ცნობილია, თანხების რაოდენობა ზრდის შემდეგ შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • ერთ ბავშვზე 2.400 ევრო (ზრდა 400 ევროთი)
  • ორ ბავშვზე 2.700 ევრო (ზრდა 700 ევროთი)
  • 3 ბავშვზე 3.000 ევრო (ზრდა 1.000 ევროთი)
  • 4 ან მეტ ბავშვზე ოჯახები მიიღებენ 3,500 ევროს (ზრდა შეადგენს 1,500 ევროს).

 

onalem

ტესტ