fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რამდენ დღეს მუშაობენ ბერძნები წელიწადის მანძილზე, რომ გადასახადები გადაიხადონ?!

ΚΕΦίΜ-ის მიერ ჩატარებული საინტერესო კვლევის თანახმად, 2019 წელს ბერძნებმა 3 დღით ნაკლები იმუშავეს, 2018 წელთან შედარებით, მხოლოდ იმისთვის, რომ სახელმწიფო გადასახადები გადაეხადათ.

კერძოდ, კვლევა ეხება საკითხს, თუ რამდენი დღე უნდა იმუშაოს ბერძენმა მხოლოდ იმისთვის, რომ გადაიხადოს გადასახადები და აქ არ მოიაზრება პირადი საჭიროებები, რაც ცალკე თემაა.

2018 წელს ბერძნებს 365-დან სჭირდებოდათ ემუშავათ 150 დღე სახელმწიფო გადასახადების დასაფარად, ხოლო 2019 წელს ამ დღეების რიცხვი შემცირებულია სამით, ანუ 2019 წელს ბერძნებმა იმუშავეს 147 დღე და ამ დღეებიდან გამომუშავებული თანხა მათგან მთლიანად სახელმწიფომ “წაიღო”.

2020 წელს ეს სურათი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო განსხვავებული იქნება, ვინაიდან პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით.

2018 წელს სახელმწიფომ შემოსავლებიდან 40.5% დახარჯა სოციალური დაცვის სფეროზე. ამ ფულის დიდი ნაწილი განკუთვნილი იყო პენსიებზე, (28,1%) და ეს არის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირში.

ყველაზე უარესი მდგომარეობა საბერძნეთში ფიქსირდებოდა 2016 წელს, როდესაც ბერძნებს წელიწადში 182 დღე უწევდათ მუშაობა, მხოლოდ სახელმწიფო გადასახადების გადასახდელად.

onalem

ტესტ