fbpx
საზოგადოება

ექსკლუზივი: 17 წლის გოგონა და მისი დედა გარდაცვლილები იპოვეს

დედა-შვილის მანქანიდან ამოყვანას, რომელიც დაახლოებით 120 მეტრიან ხევშია გადავარდნილი ამ დროისთვის მაშველები ცდილობენ. სამწუხარო ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

17 წლის მარია-იოანა დელიიანი და მისი 45 წლის დედა მანქანაში გარდაცვლილები იპოვეს, ისინი 8 ნოემბრის შემდეგ გაუჩინარებულებად ითვლებოდნენ.

დედა-შვილი პიერიაში, კერძოდ აგიოს დიმიტრიოს ტერიტორიაზე დრონის საშუალებით იპოვეს, რომელმაც ხევში გადავარდნილი მანქანა დააფიქსირა.

ინციდენტის ზუსტი მიზეზები უცნობია. ქალმა სახლი 8 ნოემბერს, შვილთან ერთად, სწორედ ამ მანქანით დატოვა და თქვა, რომ თავის მოკვლას აპირებდა. პოლიცია ამ ფაქტზე დაყრდნობით ცდილობს საქმის გამოძიებას.

onalem

ტესტ