fbpx
საზოგადოება

“ჩემი ერთადერთი მარია და ძვირფასი სვეტა აღარ არსებობენ” – ტრაგედია კატერინში

მთელი საბერძნეთი შეძრა რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულმა ამბავმა, რომ გაუჩინარებული დედა-შვილი ერთ-ერთ ხევში გარდაცვლილები იპოვეს. იკვეთება ამბის ყველაზე ტრაგიკული ფიგურა, გოგონას მამა, რომელიც სოციალურ ქსელში სასოწარკვეთილ სტატუსს აქვეყნებს: “ჩემი ძვირფასი სვეტა და ერთადერთი მარია აღარ არსებობენ.”

მანოლის დელიიანისი მომხდარით განადგურებულია. ის ცოლ-შვილს 8 ნოემბრის შემდეგ ეძებდა. ამ დღეს მარია-იოანას დაბადების დღე იყო და ოჯახი აღსანიშნავად ემზადებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 45 წლის ქალი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო და გაუჩინარებამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა. მარიას დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო.

დედა-შვილი მანქანით 120 მეტრის სიღრმეზე გადავარდა.

onalem

ტესტ