fbpx
პოზიტივისაზოგადოება

უსინათლო ბერძენი ბიჭი, რომელმაც კანონი შეცვალა და უარის მიუხედავად, ფიზიკოსის დიპლომი მიიღო

არგირის კუმძისმა გასულ კვირას ფიზიკოსის დიპლომი აიღო და ის არის ბიჭი, რომელსაც თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი თავდაპირველად უარს ეუბნებოდა მიღებაზე, რადგან ადგილზე არსებული მასალა ბრაილის შრიფტს არ ითვალისწინებდა და ფიქრობდნენ, რომ ის სწავლას ვერ შეძლებდა.

კუმძისი მაგალითია ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლით. 2014 წელს მას უარი უთხრეს უნივერსიტეტში მიღებაზე, თუმცა, ამ ფაქტს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, რომ განათლების სამინისტრო იძულებული გახდა შეეცვალა კანონი და მან ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლა დაიწყო.

და ზუსტად ხუთი წლის შემდეგ, არგირის კუმძისი არის ამაყი არა მხოლოდ იმით, რომ სწავლა წარმატებით დაასრულა, არამედ იმითაც, რომ გერმანიის უნივერსიტეტში სადოქტორო კურსზე ჩაირიცხა.

“ხუთწლიანმა მოგზაურობამ დასასრულს მიაღწია. ჩემო არგირის, ძალიან ვამაყობთ შენით. მხოლოდ შენ იცი, რამდენად რთული იყო შენთვის აქამდე მისვლა,” თქვა მისმა მამამ, რომელიც ასევე უსინათლოა.

onalem

ტესტ